მეხუთე დღე
დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. შემდეგ გავეცანი დაწვრილებით შეფასების რუბრიკებს.გავიგე რომ შეფასების დროს უნდა გავითვალისწინო ,რომ ფორმები ნათლად და დეტალურად უნდა ითვალისწინებდეს სტანდარტებს, სასწავლო მიზნებს,გამართული უნდა იყოს ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვისათვის როგორ მივუთითო გამოყენებული რესურსები სურათებისა თუ ვიდეობის ინტერნეტმისამართები.
დღეს კიდევ ერთხელ გადავამოწმე ყველა ჩემს მიერ შექმნილი დოკუმენტი.ავტვირთე პორტფოლიო ბლოგზე, გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, გავეცანი ჩემი კოლეგების ძალიან საინტერესოდ დაგეგმილ პროექტებს
ReplyDeleteმთლიანად ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო,შევიტყვე ბევრი სიახლე, გავიუმჯობესე ბევრი უნარ-ჩვევა,ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მოსწავლის ნიმუშებზე - ბუკლეტსა და პრეზენტაციაზე მუშაობა.
განსაკუთრებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტრენერს-ქალბატონ თეონა ლოტიკაშვილს მისი გულისხმიერებისა და უდიდესი პროფესიონალიზმისთვის.