Posts

მერვე დღე

დღევანდელ ტრენინგზე შევამოწმე ჩემს პორტფოლიოში  საქაღალდეები. შევიტანე შესწორებები, გადავანაწილე დოკუმენტები საჭირო თანმიმდევრობით. შევამოწმე ასევე პროექტის გეგმა, შევიტანე შესწორებები, კარგად გავიაზრე პროექტის მსვლელობა და დავგეგმე პროცედურების თანმიმდეწვრობა, შევიტანე გეგმაში.

მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასების სტრატეგიები,შევადგინეთ პროექტის შეფასების გეგმა,შევქმენი პროექტის შეფასების რუბრიკები

მეექვსე დღე

დღეს.შევიტანე ცვლილებები ბროშურის შაბლონის დიზაინში,დავიცყე მოსწავლის რესურსის შექმნა,მოვიძიე მასალა ტექსტებისთვის და შინაარსის შესაბამისი სურათები,power point-ში დავიწყე მოსწავლის პრეზენტაციის აწყობა.გეგმის შაბლონში შევიტანე პროექტისათვის საჭირო წინარე ცოდნა,ასევე საჭირო რესურსები დავალებები, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეებს მიეცემათ.

მეხუთე დღე

დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. შემდეგ გავეცანი დაწვრილებით შეფასების რუბრიკებს.გავიგე რომ შეფასების დროს უნდა გავითვალისწინო ,რომ  ფორმები ნათლად და დეტალურად უნდა ითვალისწინებდეს სტანდარტებს, სასწავლო მიზნებს,გამართული უნდა იყოს ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვისათვის როგორ მივუთითო გამოყენებული რესურსები სურათებისა თუ ვიდეობის ინტერნეტმისამართები.

მეოთხე დღე

დღეს  დავაზუსტე პროექტის მიზნები და ძირითადი კითხვები. გავეცანი ბუკლეტის შედგენის პრინციპებს,ჩამოვტვირტე ბუკლეტის შაბლონი,მოვიძიე სურათები,დავიწყე ბუკლეტის შექმნა.

მესამე დღე

პროექტის საფუძვლები შევუსაბამე  საგნობრივსტანდარტებს და 21-ე საუკუნის  უნარებ-ჩვევებს, განვსაზღვრე პროექტის  მიზანი და შედეგები,გავიგე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების არსი ,განვსაზღვრე თემის ზოგადი კითხვა,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.